"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუ­და­უ­თა­ში, სას­ტუმ­რო­ში ხან­ძა­რი გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ორი ბავ­შვი ემსხვერ­პლა - კვირის პალიტრა

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუ­და­უ­თა­ში, სას­ტუმ­რო­ში ხან­ძა­რი გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ორი ბავ­შვი ემსხვერ­პლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სასტუმროში ხანძარი გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას Sputnik ავრცელებს.

სააგენტო აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმროში ხანძრის ჩაქრობისას, ორი - 2018 და 2020 წლებში დაბადებული ბავშვის ცხედარი იქნა ნაპოვნი.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ცეცხლის ალი უკვე შენობის რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, სახლი რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ნაქირავები.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ:

"როგორ აღმოჩნდნენ იქ მშობლების გარეშე, მცირეწლოვანი ბავშვები წარმოუდგენელია. თუმცა, მაინც მგონია, რომ ისინი სხვა ოთახში იყვნენ და ბავშვებს აქეთ ეძინათ... წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მსხვერპლი გაიზრდება თუ არა" - წერს დიმა გინდია.

"სანამ ჩვენი სახანძრო ადგილზე მივიდა, ორ სართულზე მთლიანად იყო ცეცხლი მოდებული. ხანძარი ან უყურადღებოდ მიტოვებულმა ბავშვებმა გააჩინეს, ან გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ, აქ ხომ ყველაფერი დენზეა და ისეთი რამეები ხდება... და მაინც რა უნდოდათ, ასე მცირეწლოვან ბავშვებს მარტო" - წერს ჯუსტან თარბა.

ambebi.ge