"უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება" - კვირის პალიტრა

"უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება"

უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, "ქართულმა ოცნებამ" უკან უნდა დაიხიოს.

"ქართულმა ოცნებამ" უკან უნდა დაიხიოს. უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია.

სჯობს დღესვე, ხვალვე მიხვდნენ, სანამ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არ ჩაიგდებენ თავს. გადაწყვეტილებამ, რომელიც სახელმწიფოს სახელით გამოიტანეს და საპატიმროში უნდა ვიყო, რატომ არ აქვს მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებაში "ქართულ ოცნებას"? აქ მაინც უნდა დაფიქრდნენ",-აცხადებს მელია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიის ოფისის დატოვებას, ნიკა მელია აცხადებს, რომ აპირებს.

"დიახაც, ვაპირებ. იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ვთვლი კანონის ფარგლებში. უსამართლობას თავს არ ვუხრით. მესმის, რომ მედიისთვის შეიძლება, საინტერესოა, რა იცით, რომ გასული არ ვიყავი და ისევ არ შემოვბრუნდი?!",-აცხადებს მელია.

"ინტერპრესნიუსი"