"გიორგი გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა"

"გიორგი გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება გაუგებარი იყო და გუნდის წევრს ასეთი რამ არ უნდა გაეკეთებინა.

"ჩემი აზრით, ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელი. ამას სახელს ვერ ვარქმევ. ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან არ შეიძლება. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე. არ არის სწორი ასეთი საქციელი და მორჩა.

რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა პირადად ჩემს, როგორც მაჟორიტარის საარჩევნო კამპანიაზე. მას ეს ნდობა შეეძლო ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება", - განაცხადა სოზარ სუბარმა