"ესეც მოვიდა ნიკას დასაცავად, მაგრამ მთელი ღამე უძილობა ვერ გაქაჩა" - რას წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ესეც მოვიდა ნიკას დასაცავად, მაგრამ მთელი ღამე უძილობა ვერ გაქაჩა" - რას წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელებთან და გულშემატკივრებთან ერთად პარტიის ოფისშია გამაგრებული. გავრცელდა კადრებიც, სადაც პოლიტიკოსის ქომაგები მღერიან და ცეკვავენ კიდეც.

ნაციონალურო მოძრაობის  ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ პატარა ძაღლის ფოტოც კი გამოაქყვეყნა, რომელიც ნიკას "დასაცავად" მივიდა პარტიაში.

"ესეც მოვიდა ნიკას დასაცავად, მაგრამ მთელი ღამე უძილობა ვეღარ გაქაჩა" - წერს პოლიტიკოსი.