"საქართველომ შეძლო და ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს" - რას აცხადებს ეკატერინე თიკარაძე? - კვირის პალიტრა

"საქართველომ შეძლო და ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს" - რას აცხადებს ეკატერინე თიკარაძე?

საქართველომ შეძლო და ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს - ამავდროულად, აშშ-სთან და ევროპასთან ერთად, ხელმისაწვდომი კონტრაქტების ფარგლებში, ვაქცინების დამატებითი დოზების მოწოდება დადგინდება, - ეს განცხადება პარლამენტის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა ვაქცინის შემოტანის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს - ვაქცინას მიიღებს.

“არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეების მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ, რომელსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

"ინტერპრესნიუსი"