"დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“ - ვინ არის ბიჭუნა, რომლის მიერ დახატული რუკა ინტერნეტჰიტად იქცა - კვირის პალიტრა

"დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“ - ვინ არის ბიჭუნა, რომლის მიერ დახატული რუკა ინტერნეტჰიტად იქცა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების სკოლის დირექტორმა, ლალი ყაჭეიშვილმა "ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავისი სკოლის პირველკლასელის, გიორგი გოგუაძის ნამუშევარი გაავრცელა, სადაც მოსწავლემ საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებით საკუთარი ფანტაზიით დახატა, რასაც ასეთი სტრიქონი დაურთო - "დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა, დავრგო".

ქალბატონი ლალის პოსტი უამრავი ადამიანისთვის ემოციური აღმოჩნდა და გიორგი გოგუაძის ნამუშევარი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების სკოლის დირექტორმა, ლალი ყაჭეიშვილმა "ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავისი სკოლის პირველკლასელის, გიორგი გოგუაძის ნამუშევარი გაავრცელა, სადაც მოსწავლემ საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებით საკუთარი ფანტაზიით დახატა, რასაც ასეთი სტრიქონი დაურთო - "დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა, დავრგო“.

ქალბატონი ლალის პოსტი უამრავი ადამიანისთვის ემოციური აღმოჩნდა და გიორგი გოგუაძის ნამუშევარი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

იმისთვის, რომ ეს საყვარელი ბიჭუნა ახლოს გაგვეცნო Ambebi.Ge გიორგი გოგუაძის დედას, სოფიკო მაჭარაშვილ-გოგოუაძეს ესაუბრა. გიორგის ორი უფროსი და ჰყავს - ერთი სტუდენტია, მეორე - სკოლის წარმატებული მოსწავლე.

- გიორგის ნამუშევარი ბევრმა მოიწონა და მათთვის ემოციური აღმოჩნდა. მოგვიყებით როგორ შექმნა ბავშვმა ის?

- პირველკლასელებს სკოლაში ხელოვანებას ასწავლიან, ცოტა ხნის წინ, ხელოვნების მასწავლებელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ჰქონდათ დაგეგმილი და ბავშვებს მათ მომზადებაში მშობლები დავხმარებოდით.

იმავე საღამოს გიორგის ვუთხარი, - დედიკო, მოდი, დავალების შესრულება დავიწყოთ-მეთქი. მაშინ, საქართველოს რუკა დამიხატეო. შემოვსაზღვრე საქართველო, ოღონდ, აფხაზეთი და სამაჩაბლო გამოვყავი. გიორგი ფერადი ქაღალდებით ყვავილებს ჭრიდა. ვკითხე - რას აკეთებ-მეთქი? - რას და ეს ყვავილები რუკას დავაკრათ, ლამაზი გამოვაო... დააკრა. მერე ცალკე გამოყოფილ აფხაზეთს და სამაჩაბლოს რომ შეხედა, აქ სხვა ფერის ყვავილებს ჩავსვამო. ვუთხარი, ეს ტერიტორია რუსეთმა წაგვართვა-მეთქი. აბა, მე რომ მანდ ყვავილები მინდა, დავრგოო?

იხილეთ სრულად