"ბეტონის ფილა ჩამოვარდა და დაეცა ახალგაზრდას" - რუსთავში, უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ბეტონის ფილა ჩამოვარდა და დაეცა ახალგაზრდას" - რუსთავში, უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში, უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ოსტროვსკის ქუჩაზე კედლის დემონტაჟის დროს მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა ჩამოშლილი კედლის ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"