"ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა" - რას წერს თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქზე" - კვირის პალიტრა

"ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა" - რას წერს თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქზე"

"ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა" - რას წერს თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქზე"

თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, მამამთილი გარდაეცვალა.

"2021 გამორჩეულად საუკეთესო წლად იყო ჩაფიქრებული. 21/21/21 - ჩვენი ქორწინების 25. აი ისეთი წელი დიდი ხანია რომ ემზადები, მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა. ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა. პირველ რიგში, მის შვილიშვილებს, რომლებიც აღმერთებდნენ, ეთაყვანებოდნენ, ეიმედებოდათ, სახლიდან მასთან გარბოდნენ და ყველა კარგ ამბავს პირველად მას ურეკავდნენ.

მე ასეთი მეგობრობა არც მინახავს ჯოველის და მის შვილიშილებს რომ ჰქონდათ!

მოენატრებათ, დააკლდებათ, ძალიან ადრე იყო. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ როგორი მაგარი გოგო-ბიჭები გაგზარდათ ეხლა გამოჩნდება.

მე კი აგერ ვწევარ ბოჭორიშვილის კლინიკაში აპარატზე მიერთებულ მიმაგრებული და ვფიქრობ რომ ვერც კი დავემშვიდობები, მადლობასაც ვერ ვეტყვი წესიერად რომ 25 წელი ჩემი ოჯახის იმედი და ბურჯი და ჩემი სანდროს ასეთი დიდი მეგობარი იყო!"- წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, თავად ხიდაშელი კორონავირუსითაა ინფიცირებული და ის კლინიკაში მკურნალობს.