"ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს ხისტი განცხადებები, მას აქვს პრინციპული განცხადებები, რაც ესოდენ საჭიროა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს ხისტი განცხადებები, მას აქვს პრინციპული განცხადებები, რაც ესოდენ საჭიროა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში"

"ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს ხისტი განცხადებები, მას აქვს პრინციპული განცხადებები, რაც ესოდენ საჭიროა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ წავიდეს და არ ჰქონდეს განცდა, რომ კანონი არ შესრულდება.

"მისი ეს პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე, რადგან არსებობს ქვეყანა - საქართველო, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და რომელიც თავის სიტყვას იტყვის, რადგან აქვს ასწლიანი კონსტიტუცია და ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილება. სწორედ აქედან ხდება, რომ მას აქვს პრინციპული განცხადებები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"