"ახლა მა­ინც სად მი­დი­ხარ, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თია" - ზურა მანჯავიძემ გიორგი გახარიას გადადგომას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"ახლა მა­ინც სად მი­დი­ხარ, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თია" - ზურა მანჯავიძემ გიორგი გახარიას გადადგომას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა

პრემიერ გახარიას გადადგომას ყველა თავისებურად გამოეხმაურა - ოპოზიციამ არჩევანი მოუწონა, პოზიციამ დაუწუნა, ზოგმა კი მის წასვლას სიმღერაც მიუძღვნა. მომღერალმა ზურა მანჯავიძემ ცნობილ სიმღერას "ორშაბათიც შაბათია" ახალი ტექსტი მოარგო და გიორგი გახარიას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა.

"ფიქრებმა და ოცნებებმა ბევრი ღამე გაათია,

ახლა მაინც სად მიდიხარ, კომენდანტის საათია.

კრიზისების მართვა იცი, გიმუშავებს კარგად ტვინი,

რად წახვედი ასე უცებ, ჯერ მოგეხსნა კარანტინი...

ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე,

გადაკეტე გულის კარი წახვედი და მიგვატოვე... მხოლოდ სელფი დაგვიტოვე" - მღერის მანჯავიძე და მის ვიდოეს უამრავი ნახვა აქვს.

რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ამ ფორმით დამშვიდობებოდა ყოფილ პრემიერს - ზურა მანჯავიძე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს:

"როდესაც ვნახე, გიორგი გახარიას გადადგომას სოციალურ ქსელში როგორი გამოხმაურებები ჰქონდა, იდეა ამან მომცა, განსაკუთრებით, რამდენიმე ფრთიანმა ფრაზამ. მერე ის ფრაზები შევკრიბე, საიდანაც ჩემი სახალისო ტექსტი გავაკეთე, რომ ხალხი ცოტა გამხიარულებულიყო... მოკლედ, ზოგი პოსტს აქვეყნებს და მე რითაც შემიძლია, ისე გამოვეხმაურე.

- ხალხის რეაქცია იცი შენს ნამუშევარზე? გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო: