"დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია" - კვირის პალიტრა

"დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია"

დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მათ უპირისპირდება რეჟიმი, რომელიც ძალმომრეობაზე დგას.

„ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, რომელიც ძალმომრეობაზე დგას. დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. მოვა მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი, ნიღბებით, ალბათ, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და სხვადასხვა აღჭურვილობით, მე მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა ოვაცია და ასე, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლება მოყვარული ქართველი ხალხი, მეორე მხარეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი. შე მართლა მონა ღარიბაშვილო, სერგეი გავროლოვის წარმოამდგენელო! “,-განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"