"მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან მარტო არ მიატოვოს" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან მარტო არ მიატოვოს"

"მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან მარტო არ მიატოვოს", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაშია ნათქვამი.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყოველგვარი გონიერების ზღვარი გადალახა და ზიანი არა ქვეყნის დემოკრატიას, არამედ საქართველოს მიაყენა.

"სამწუხაროდ "ქართულმა ოცნებამ" გადალახა ყოველგვარი გონიერების ზღვარი და ზიანი მიაყენა არა ქვეყნის დემოკრატიას, არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების აწმყოს და მომავალს.

ჯერ კიდევ სანამ დროა და არსებობს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებით განმუხტვის შესაძლებლობა, შეაჩერეთ კანონის უზენაესობის სახელით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებული ძალადობა.

მოვუწოდებ, საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია მარტო არ მიატოვოს ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს!" - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"