პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - კვირის პალიტრა

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. გზის გადაკეტვას აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტეს.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტთან კარვები დარჩება და კიდევ მოემატება.

"აბა მოგვერიონ, ვერაფერს ვერ გვიზამენ. ეს კარავი სიმბოლურია, ჩვენ ისეთ წყობაში ვცხოვრობთ - ოლიგარქიულში, სადაც აქტივისტებს, ჩემს მეგობრებს - პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ",- განაცხადა დეკანოიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.

"ინტერპრესნიუსი" იხილეთ ვიდეო: