პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა დასრულდა,თუმცა სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება - კვირის პალიტრა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა დასრულდა,თუმცა სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა დასრულდა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება.

როგორც ისინი აცხადებენ, ღამის გათენებას პარლამენტთან არსებულ კარვებში აპირებენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

"ინტერპრესნიუსი"