ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე უკვე მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, "ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ელჩებთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

"ინტერპრესნიუსი"