"იმე­დია, მალე და­ვაღ­წევ თავს ამ უბე­დუ­რე­ბას" - რას წერს თინა ხი­და­შე­ლი - კვირის პალიტრა

"იმე­დია, მალე და­ვაღ­წევ თავს ამ უბე­დუ­რე­ბას" - რას წერს თინა ხი­და­შე­ლი

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:

"ამ უმძიმეს დღეს მადლობას გიხდით ყველა ზარისთვის და შეტყობინებისთვის. ბოდიშს გიხდით, რომ ვერ ვპასუხობ. დღეს უფრო უარესად ვარ ვიდრე გუშინ და გუშინწინ და ძალიან მიჭირს საუბარი. იმედია, მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას", - წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს და მის მეუღლეს, თინა ხიდაშელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ. ინფიცირებულია უსუფაშვილების მთელი ოჯახი.