"ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო რეფორმის ძირითად დოკუმენტზე მუშაობა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო რეფორმის ძირითად დოკუმენტზე მუშაობა"

საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას აპირებენ "მოქალაქეების" წევრები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის ინიცირებული მაშინ, როცა ისინი უმრავლესობას ვადას 1- ელ მარტამდე აძლევდნენ.

მისივე თქმით, ძირითად დოკუმენტში ყველა ის საკითხია გათვალისწინებული, რაც მათთვის იყო მნიშვნელოვანი.

"ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო რეფორმის ძირითად დოკუმენტზე მუშაობა. ეს დოკუმენტი უკვე პრაქტიკულად შეთანხმებულია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ პირთან, ვინც შეხვედრებს ესწრებოდა. ამიტომ, პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხზე, რაც ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, ეს იყო, რომ ყველა პარტიას ჰყოლოდა წარმომადგენლის მაგივრად წევრი, გადათვლა მომხდარიყო ავტომატურად 10 პროცენტზე ყველა უბნის და ბევრი სხვა საკითხი, მათ შორის, ელექტრონული არჩევნების შემოტანის შესაძლებლობა კანონმდებლობის დონეზე, ეს ყველაფერი არის მიღწეული და უკვე დღე - დღეზე მოხდება ამის ინიცირება,"- განაცხადა იოსელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"