ვინ არის "სააკაშვილის მემკვიდრე" უკრაინის ურბანული დაგეგმარების საბჭოში - რა თანამდებობები ეკავა გიორგი ცხაკაიას საქართველოს ხელისუფლებაში? - კვირის პალიტრა

ვინ არის "სააკაშვილის მემკვიდრე" უკრაინის ურბანული დაგეგმარების საბჭოში - რა თანამდებობები ეკავა გიორგი ცხაკაიას საქართველოს ხელისუფლებაში?

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის რეფორმების აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება. როგორც უკრაინული მედია წერს, შესაბამისი განკარგულება, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე სააკაშვილი გიორგი ცხაკაიამ ჩაანაცვლა. მედიისთვის უცნობია აღნიშნული ცვლილების მიღების მიზეზი.

ვინ არის გიორგი ცხაკაია?

ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ასევე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსი, ამ თანამდებობაზე 2009 წელს დაინიშნა, ხოლო 2011 წელს თბილისის მერის მოადგილე გახდა.

წარსულში ასევე მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროში იყო დავების განხილვის სამსახურის უფროსი.

2008 წელს კი... გააგრძელეთ კითხვა