"გზავნილი საკანი 224-დან... " - ნიკა მელიამ საყვარელ ქალს სიურპრიზი გაუკეთა
"გზავნილი საკანი 224-დან... ნიკა მელია, ადვოკატი/მეგობარიც რა საყვარელი გყავს", - დაწერა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მეგობარმა ქალმა მაიკო ბეგიაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ასევე გამოაქვეყანა ყვავილების თაიგული, რომელიც ნიკა მელიამ საყვარელ ქალს, როგორც ირკვევა, მეგობრის - გიორგი მეკონდახიშვილის ხელით გაუგზავნა.
მოგეხსენებათ, ნიკა მელიას და მაიკო ბეგიაშვილს საერთო შვილი - სანდრო ჰყავთ.
2014 წელს მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძო მამა გახდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში კარდიოლოგი ანზორ მელია ამბობდა, ის რომ შვილიშვილი ეყოლებოდა, მის დაბადებამდე ორი თვით ადრე გაიგო. ალექსანდრე მელიას დედას მაიკო ბეგიაშვილს კი არ იცნობდა. როგორც აღმოჩნდა, ნიკა მელიას გასაიდუმლოებული რომანი ჰქონდა. თავისი შვილის დედაზე პოლიტიკოსი დღემდე არ არის ოფიციალურ ქორწინებაში.
მაია ბეგიაშვილი ნიკა მელიაზე 8 წლით უფროსია. ის წლების მანძილზე სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იუსტიციის მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.
2005-2006 წლებში შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ის დაოჯახებული იყო ლევან ქუთათელაძეზე, რომელთანაც ერთი შვილი - გიორგი ქუთათელაძე ჰყავს. მაიკო ბეგიაშვილის უფროსი ვაჟი ახლა 24 წლისაა.
მაიკო ბეგიაშვილის შვილები - სანდრო მელია და გიორგი ქუთათელაძე.