"ბერა ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც კი ვიც­ნობ, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით სუფ­თა ბი­ჭია..." - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე? - კვირის პალიტრა

"ბერა ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც კი ვიც­ნობ, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით სუფ­თა ბი­ჭია..." - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?

"ტვპირველის" ეთერით გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერის მიხედვით, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქკომენტარების" გამო ახალგაზრდებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. ჩანაწერებში ასევე ფიგურირებს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს 2011 წელს გაკეთებული ფარული ჩანაწერის ფაბრიკაციაა.

მომხდარის თაობაზე ვესაუბრეთ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მეგობარს ეკატერინე ჭიჭინაძეს. რომელსაც არ სჯერა აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

- ამ დღეებში ივანიშვილების ოჯახთან კონტაქტი არ მქონია, არ დამირეკავს და ვერც ვრეკავ. ისიც არ ვიცი, რა ვუთხრა... შესაბამისად, არ ვიცი მათი პოზიცია. რასაც ეს ტელევიზიები აკეთებენ, არის უპასუხისმგებლო საქციელი. ამას რომ ცუდი შედეგი მოჰყვეს, ვინ აგებს პასუხს? რამდენი შეიძლება ხალხმა ითმინოს? გული მერევა ასეთ ტელევიზიებზე, საერთოდ არაფერს ვუყურებ.

ჩანაწერი გინდ 4 წლის წინანდელი იყოს, გინდაც 20-ის, რა მნიშვნელობა აქვს, ამაზრზენია! მიზანი ისაა, რომ ზუსტად ვიცი, ოპოზიციას გულს უხეთქავს ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი, იციან მისი ხისტი პოზიცია და ეს აშფოთებთ და კიდევ აშფოთებთ ის, რომ ახლა მიდის ბრიუსელში, სადაც ბევრი რამ გადაწყდება. ეს აუდიოჩანაწერები ირაკლის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამავე დროს, ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს ახალგაზრდა ადამიანს - ბერას. ესენი ტელევიზიები კი არა, ტერორისტები არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის ფალსიფიკაცია, შეკოწიწებული მასალაა.

ბერა არის ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, პატარა ბავშვივით სუფთა ბიჭია... ესენი თავის შვილებს არ უფრთხილდებიან და სხვისები სულ ფეხზე არ ჰკიდიათ? დედას გეფიცებით, შოკში ვარ... წარმომიდგენია, ბერა რა ცუდადაა. ისეთი ფაქიზი ფსიქიკის ადამიანი, როგორიც ბერაა, არც ვიცი, როგორ მოვიკითხო, რა გავაკეთო ან რა ვუთხრა? ეს არის არაადამიანური საქციელი. ამათ თავიანთი მერკანტილური სურვილების გარდა, არაფერი აინტერესებთ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილზე?