რა ქონებას ფლობენ საქართველოს პრეზიდენტი და ქალი მინისტრები - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ საქართველოს პრეზიდენტი და ქალი მინისტრები

საქართველოში მოქმედი 11 სამთავრობო უწყებიდან სამს ქალი მინისტრი უძღვება.

ამასთან, 2018 წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნულ პოსტს 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე - 2019 წლის 18 ივნისიდან, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი 2020 წლის 6 აგვისტოდან.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობენ საქართველოს პრეზიდენტი და ქალი მინისტრები.

მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 66 240 ლარი ჩაერიცხა, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთლიანად მიმართა ქველმოქმედებაზე. დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს ქველმოქმედების სახით პრეზიდენტს მთლიანად გაცემული აქვს 78 326 ლარი - "სალომე ზურაბიშვილის ფონდში" გადარიცხული აქვს 49 520 ლარი, ხოლო ზოგადად ქველმოქმედებაზე - 28 806 ლარი აქვს გაცემული.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრებაშია: 2006 წელს შეძენილი 126,33 კვ.მ სახლი თბილისში, ასევე, 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 160 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის სახელზეა 60 კვ.მ სახლი საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, რომლის ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, პრეზიდენტი ფლობდა: "საქართველოს ბანკის" ანაბარზე - 30 000 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 1 940 ლარს, société générale Paris-ის ანგარიშზე კი - 62 378 ევროს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 ნოემბერს შეავსო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მინიტრმა დაკავებულ თანამდებობაზე, წინა წელს ხელფასის სახით - 69 048 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ნათია თურნავას უძრავ-მოძრავ ქონებას, მის საკუთრებაშია: 2020 წელს საჩუქრად გადაცემული 63,3 კვ.მ ბინა დედაქალაქში. ასევე, საჩუქარია 130,79 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც 2003 წელს გადაეცა. მინისტრმა 2010 წელს შეიძინა ავტოფარეხი და ბინა თბილისში, რაშიც ჯამში - 66 400 აშშ დოლარი გადაიხადა. 2016 წელს კი, საჩუქრად გადაეცა 1615 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ არაშენდაში.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნათია თურნავა ფლობდა: "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე - 120,44 აშშ დოლარს, "თი-ბი-სი ბანკის" საბარათე ანგარშზე - 411,23 ევროს, 8 908 ლარს და 499,32 დოლარს.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავა არის შპს სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი საქართველოს 15%-იანი წილის მფლობელი და სს კონსტანტა საქართველოს აქციონერი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნახევარ წელიწადში ამ პოსტზე 32 250 ლარი შემოსავალი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ტიკარაძე მინისტრობამდე საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი იყო, სადაც... გააგრძელეთ კითხვა