გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამი პირისთვის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამი პირისთვის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამი პირისთვის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

მას შემდეგ რაც მოსამართლე ბიძინა სტურუამ 3 ბრალდებულის განაჩენი გამოაცხადა, მას ბრალდებული ოჯახის წევრების გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა.

როგორც მათი ნაწილი აცხადებდა, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ზემდგომ ინსტანციებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოშიც აპირებენ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 3 პირს- არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება. მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა. აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია 100-მდე მოწმე და გამოკვლეულია როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ნივთიერი, წერილობითი მტკიცებულებები.

დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

"ინტერპრესნიუსი"