"ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი გო­გის­თან იყო დაკავშირებული. რო­დე­საც მარ­ტო დავ­რჩი ბავ­შვებ­თან ერ­თად, დიდი ძალა შემ­მა­ტეს დე­დამ, ბე­ბიამ" - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი გო­გის­თან იყო დაკავშირებული. რო­დე­საც მარ­ტო დავ­რჩი ბავ­შვებ­თან ერ­თად, დიდი ძალა შემ­მა­ტეს დე­დამ, ბე­ბიამ"

ცნობილი ადამიანების შვილები ხშირად დეპრესიით იტანჯებიან. რთულია, პოპულარული დედის ან მამის ჩრდილქვეშ ცხოვრება, მაგრამ ეკა მამალაძის ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით მოხდა. ადრეული ასაკიდან გააცნობიერა, რომ პოპულარული დედა ჰყავდა.

როდესაც თავადაც დაიწყო მუსიკალური კარიერა, არც მაშინ შეუქმნია ნანის შვილობას მისთვის დისკომფორტი... ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "ნამდვილი ამბავი" ეკამ კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორი იყო ნანის შვილობა და როგორია ახლა ნატალიას დედობა.

ეკას ბებია ცაბუნია მიქელაძე ზრდიდა. არისტოკრატი ქალი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა თავადური მანერები. ეკა ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებს ბებიის როლს მის ცხოვრებაში და ამბობს ხოლმე, რომ მისი უფრო ეშინოდა ვიდრე დედის...

"ბებიამ გამზარდა უფრო მეტად, რომელსაც ბებიას არ ვეძახდი. საერთოდ ასეთი უცნაურობა მჭირდა, არავის ვეძახდი დედას, მამას, ბებიას, ბაბუას. ჩვენ სახლში მუდმივად სტუმრიანობა იყო, როდესაც ჩემი თაობის ბიჭები მოდიოდნენ, ბებია იკითხავდა, ბანი იცის ამან? - ცაბუ პატივს სცემდა იმ ბიჭებს, ვინც მუსიკის ფასი იცოდა. სამი წლიდან მქონდა აღქმული ნანის შვილობა. თუ შესაძლებლობა იყო გასტროლებზე წაყვანის, სულ მის გვერდით ვიყავი.

შეიძლება მის სიდიადეს ვერ აღვიქვამდი იმ ასაკში, ის ხომ მაინც ჩემი დედა იყო, ის იყო ჩემთვის განსაკუთრებული და ის იყო ნანი. საოცარ რაღაცას გეტყვით, ნანიმ მითხრა, მე რომ არ ვიყო შენს გვერდით, შენ უფრო წინ იქნებოდიო, მე უკან გწევო. ვუთხარი არა უშავს, იყავი ასე, კარგად იყავი და მე ამას ავიტან-მეთქი. ძალიან ამიჩუყდა გული, მითხრა, ალბათ მე შენ ხელს გიშლიო. არაფერსაც ხელს არ მიშლის, ეს არის დიდი ბედნიერება, რომ მე ნანის შვილი ვარ. ასეთი დიდი ხელოვანის შვილობა ვთვლი, რომ ძალიან რთულია და ჩრდილქვეშ ვარ" - ჰყვება მამალაძე.

ეკას ცხოვრებაში პირველ სიყვარულს პირველი ქორწინება მოჰყვა. 18 წლის იყო, როდესაც ექიმ-ტრავმატოლოგ გოგი საყვარელიძეზე იქორწინა. წყვილს ორი შვილი შეეძინა, თუმცა ბედნიერება 8 წელიწადს გაგრძელდა, საიდანაც ბოლო ორი წელიწადი მამაკაცი ავადმყოფობდა. 26 წლის ასაკში ეკა ორი შვილით, 7 წლის ლევანიკოთი და 5 წლის გოგიკოთი მარტო დარჩა.

გაგრძელება