"მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ" - კვირის პალიტრა

"მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ"

ბერა ივანიშვილმა ტელეკომოპანია "იმედის" ეთერში საკანდალურ ჩანაწერებზე საუბრისას განცახადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩანაწერები დამონტაჟებულია თუ არა.

"ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი სადღაც 15-16 წლის თინეიჯერი და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, მუქარები ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა და ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე 10-11 წლის ბავშვებზე 100 - 200 კაციანი ჯგუფების თავდასხხმა. იქ იყო მუქარა, რაღაც საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, იქ წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, რომ მე აქ ეთერშიც ვერ გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალს დაცვით მოინახულა ეს ადამიანები, იქ იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანებზე, ამ საუბარს ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ გარიგება.

მე არც კი დავიწყებ იმაზე კამათს აუთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები, დაამონტაჟეს თუ არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია,  მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადც დედის კულტი, დედის მიმართ პატივისცემა საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. მე მიმაჩნია,ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს და საცოდავი ადამიანია." - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.