"ტრის არ ვიძახი...ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით" - ბერა ივანიშვილის განმარტება - კვირის პალიტრა

"ტრის არ ვიძახი...ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით" - ბერა ივანიშვილის განმარტება

ბერა ივანიშვილმა ტელეკომოპანია "იმედის" ეთერში სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრისას კომენატარი გააკეთა სიტყვა "ტრის" შესახებ და განმარტა, რომ სულ სხვა სიტყვას ამბობდა და არ იცის ეს სიტყვა საიდან მოვიდა.

"ეს ტრი, ტრი საიდან გაიგეს მე არ ვიცი, იმიტომ, რომ 2010-2011 წლებში მე და ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით, ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით. მე ვამბობ ანტონის, ტრი ტრის არ ვიძახი და ეს საიდან, მართლა არ ვიცი. ჩემს სიმღერაში ქათმების ხმასაც ეძებდნენ, მაგრამ თოლიებისას დასჯერდნენ"- განმარტა ბერა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: "მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ"