მაიკლ გალერი:"საქართველოში მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში" - კვირის პალიტრა

მაიკლ გალერი:"საქართველოში მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში"

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კონფრონტაცია კონსოლიდაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები იმართება.

"პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოში არის საფრთხე კონსოლიდაციისთვის ქვეყანაში. მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში. ჩვენს ინტერესებშია წვლილი შევიტანოთ დეესკალაციაში. კარგია, რომ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გვაქვს დღის წესრიგი და შეხვედრები. გასულ კვირაში თბილისში ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი, მომავალ კვირაში ასოცირების საბჭოს შეხვედრა აქ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოახერხა, რომ შემოეკრიბა მაგიდასთან ყველა მხარე.

"ჩვენ უკვე გამოვყავით საკითხები სადაც გვჭირდება, რომ ყველა მხარემ წინ გადადგას ნაბიჯი და დაახლოვდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მოკლევადიან პოლიტიკურ სარგებელზე რომელიმე მხარისთვის, ჩვენ ვსაუბრობთ დაბრუნებაზე საერთო გზაზე, რომელიც ევროპისკენ მიდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონს და ასევე ჩვენი ელჩის თბილისში კარლ ჰარცელის დანიშვნით ადგილზე გვყავს საოცნებო გუნდი, რომელიც ცხადად წარმოაჩენს, რომ ჩვენ გვსურს კონსოლიდაცია და იმედი საქართველოსთვის. ამასთან დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს ამ სიტუაციაში", - განაცხადა მაიკლ გალერმა.

"ინტერპრესნიუსი"