"როდესაც დედას გიგინებენ, ახლობელს გიგინებენ, მიხვალ დაელაპარაკები - იტყვი რატომ, რისთვის" - კვირის პალიტრა

"როდესაც დედას გიგინებენ, ახლობელს გიგინებენ, მიხვალ დაელაპარაკები - იტყვი რატომ, რისთვის"

როდესაც დედას გიგინებენ, ახლობელს გიგინებენ, მიხვალ დაელაპარაკები - იტყვი რატომ, რისთვის - ეს ასე მოხდა, - აღნიშნული შეფასება დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ამასთან, ზარქუა ირწმუნება, რომ ბერა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერები არის 2010-2011 წლების საუბრის მონტაჟი.

"სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით იჭერდა და როგორ ფიქრობთ, იქ რომ ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევა ან დანაშაული, ვინმეს შეარჩენდა?! ვინმეს დაინდობდა?! გავრცელებული ჩანაწერი იყო დამონტაჟებული, შეკოწიწებული, მიკიბ - მოკიბული, რათა რაღაც გამოეგდოთ და ამით საზოგადოების აგრესია გამოეწვიათ", - განუცხადა ჟურნალისტებს ზარქუამ.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების გაშარჟება, მათი მისამართით წყევლა-გინება უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

"მიუღებელია, თუმცა ამბობენ, რომ გვაქვს თმენის ვალდებულება. როგორც ბერამ თქვა, იყო შეურაცხყოფა, რაზეც დაელაპარაკნენ მშობლებთან ერთად. არანაირ დრამატიზირება არ იყო. ნახეთ ვინმე დაზარალებული?! ყველამ თქვა, რომ ერთმანეთს ღირსეულად დაემშვიდობნენ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.