ახალი მილიონერი საქართველოში! - კვირის პალიტრა

ახალი მილიონერი საქართველოში!

"ლოტო 6/42"-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა ვინ არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, 1 მილიონი ლარი მოიგო?! 9 მარტს ამ დროისთვის უცნობმა პირმა, მხოლოდ 2 ლარად "ლოტო 6/42"-ის გათამაშების ბილეთი შეიძინა. 2 ლარიანმა შენაძენმა კი ის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი გახადა და მან ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მოიგო და ახალი მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.

"საქართველოს ეროვნული ლატარია" ეძებს და ელოდება ჯეკპოტის მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ საკუთარი "ლოტო 6/42"-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.

ჯეკპოტის კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;

"ძალიან გახარებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ჯეკპოტის მოგებულის გამოჩენას, ის ხომ მილიონერია!!!

ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ლატარიის თამაში, შეიძნეთ ბილეთები და ითამაშეთ მსოფლიოში ყველაზე უძველესი, იღბლიანი და კეთილი თამაში - ლოტო!

ლატარიაში მოგება სასწაული ნამდილად არ არის - რომც იყოს, ჩვენთან ეს სასწაულები ხდება! - აცხადებენ "საქართველოს ეროვნულ ლატარიაში".

ჯეკპოტის მოგება რთული სულაც არ ყოფილა - "საქართველოს ეროვნული ლატარიის" ახალი კომპანია ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და ამ დროის მანძილზე "ლოტო 6/42"-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ მილიონ ლარზე მეტი.

"ლოტო 6/42"-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება სამშაბათსა და პარასკევს, ტვ "იმედის" პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

(R)