რომელი ცნობილი ქართველი ვარსკვლავის სიძეა მიხეილ ყაველაშვილი?
პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გახლავთ. მან საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლიდან გადაინაცვლა და დეპუტატის მანდატი ჩაიბარა.
ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1995-1997 წლებში საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა. ყაველაშვილი დაოჯახებულია და ცოლად მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და თამარ ბაგრატიონი ჰყავს.
წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავთ: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი - 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში, მესამე შვილი - ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში დაიბადა. თამარ ბაგრატიონს ჰყავს კიდევ ერთი შვილი, პირველი ქორწინებიდან - გიორგი ივანიშვილი, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა. იხილეთ სრულად