"ეტყო­ბა ამ პარ­ტი­ებს ყვე­ლას ყავს ნახ­მა­რი მე­უ­ფე ია­კო­ბი ... მე ვარ ერ­თა­დერთ პარ­ტი­ა­ში, ეს არის ქრის­ტე ღმერ­თის ერ­თო­ბა" - კვირის პალიტრა

"ეტყო­ბა ამ პარ­ტი­ებს ყვე­ლას ყავს ნახ­მა­რი მე­უ­ფე ია­კო­ბი ... მე ვარ ერ­თა­დერთ პარ­ტი­ა­ში, ეს არის ქრის­ტე ღმერ­თის ერ­თო­ბა"

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ყავს ნახმარი მეუფე იაკობი და ამიტომ იყენებს ამ სიტყვას" - ასე ეხმაურება მეუფე პეტრე ცაავა ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის განცხადებას.

მისი თქმით, მეუფე იაკობი უზნეობას ემხაურება.

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ყავს ნახმარი მეუფე იაკობი და ამიტომ იყენებს ამ სიტყვას. მე ვარ ერთადერთ პარტიაში, ეს არის ქრისტე ღმერთის ერთობა. მეუფე იაკობი საპატრიარქოს ეზოში პატრიარქის სიტყვას ახმოვანებს, მის დავალებას ასრულებს და ის ემსახურება ამ უზნეობას.

მაგრამ ამ უზნეობას დაესმება წერტილი და უზრდელი ადამიანები წმინდა ეკლესიიდან განიდევნებიან. უზრდელი მოდის პროვოკაციაზე, რომ მე რამე არაქრისტიანული ჩავიდინო, მაგრამ მე არ დავუშვებ ამ შეცდომებს, აღვესრულები ქრისტიანულად" - აღნიშნა მეუფე პეტრემ "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ მეუფე იაკობმა არ გამორიცხა, რომ პეტრე ცაავა ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ფაქტის გამო, პასუხი ყველამ უნდა აგოს.

"თქვენ მკითხეთ მეუფე პეტრეს როლზე. ცოტა ხანში პარტიებმა რომ ასე აღარ გამოიყენონ ეგ ადამიანი, ალბათ ჩვენ მივიღებთ იმ ზომებს, რასაც იმსახურებს და მერე ყველანი ვნახავთ მაგის მდგომარეობას. ადრეც ვთქვი, ბოლომდე არ უნდა იხმარო და მერე არ უნდა გადააგდო. რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს მიიღებს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.