"სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს ჟურნალისტების მსხვერ­პლშე­წირ­ვას..." - ლევან მამალაძე მთავრობას აფრთხილებს - კვირის პალიტრა

"სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს ჟურნალისტების მსხვერ­პლშე­წირ­ვას..." - ლევან მამალაძე მთავრობას აფრთხილებს

ლევან მამალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პროვოკაციას გეგმავს.

"ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და სახიფათო ჩვენი ქყვეყნისთვის. მე 18 წელია პოლიტიკურ დევნილობაში ვიმყოფები. 2004 წელს ჩამოვაყალიბე სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი, რომელიც კონფრონტაციას უწევს მაღალი რანგის პირებს. სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და კონტაქტები... ახალა რასაც გეუბნებით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტე ღიად ვთქვა,  აქ საუბარია იმ პროვოკაციაზე, რასაც სააკაშვილი საქართველოში გეგმავს. ადეიშვილთან საუბრისას ის საუბრობს იმაზე, რომ მას აქვს დაგეგმილი, რომ გააკეთოს მსხვერპლშეწირვა კონკრეტული ჟურნალისტებისა. იგეგმება მოკვლა ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის. საუბარია იმაზე, რომ სანაიას მსგავსი სცენარი განავითარონ, რათა რევოლუციური სცენარი გამოიწვიონ, ჩამოშალონ მთლიანად ქვეყანა. ჩანაწერების საფუძველზე ვერ ახერხებენ გადააყენონ მთავრობა, ახლად დანიშნული პრემიერი და ფაქტიურად არაფრის თავი არ აქვთ.

ის ძებნაშია მკვლელობის შემსრულებლისა, ასევე ფინანსური რესურსების მობილიზებაზე, რომ რევოლუციური სცენარი განახორციელოს. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა არის ის ვითარება, როცა ამ მკვლელობით ივანიშვილის ხელისუფლებას დავშლითო " - ამბობს ლევან მამალაძე.