"ჩემთვის ეკა არის ძალიან ძვირფასი..არა­ნა­ირ "სროკ­ზე" უკან დამ­ხე­ვი არ ვარ... მი­ვუჯ­დე­ბი იმ მე­ლი­ას" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ეკა არის ძალიან ძვირფასი..არა­ნა­ირ "სროკ­ზე" უკან დამ­ხე­ვი არ ვარ... მი­ვუჯ­დე­ბი იმ მე­ლი­ას"

მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") საკუთარ საავტორო გადაცემაში "უცნობის კიდობანი" სკანდალურ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს გამოესარჩლა:

"მახსოვს ბერას გარშემო აგორებული სიტუაციები, რაც ამ ბავშვს აკადრეს, დაუწერეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, გარეგნობაზე დასცინეს... ეს ყველაფერი ხომ იყო?!... ამ ბავშვს შეიძლება ნერვები მოეშალა… დღეს გამოაცხვეს სლოგანი "შეაგინე ბერას"... გესმით, სადა ვართ მისულები?!

23 წელია ივანიშვილების ოჯახთან ურთიერთობა აღარ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ეკა არის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრია... პირდაპირ ვიტყვი, ამ სიტუაციას გააგრძელებთ და არაფერს არ მოვერიდები, არც ციხეში წასვლას და არც არანაირ "სროკზე" უკან დამხევი არ ვარ... მივუჯდები იმ მელიას და მითხრას ერთი, რომელი საქართველოსთვის იბრძვის... გეუბნებით მე თქვენ - ამოგაძრობთ ნასკებს პირიდან... თუ შეეხებით ოჯახს პიროვნულად...

პირველად ვიძახი ამას, ეს არადროს არ მითქვამს აქამდე... შეიძლება ჩემზე უფრო დიდი ნაწყენი არავინ იყოს ბიძინა ივანიშვილზე, მეც მქონია ძალიან მაგარი ურთიერთობა ამ კაცთან და ერთ დღესაც დამთავრდა ეს ურთუერთობა. დამთავრდა იმიტომ, რომ კონკრეტულ ადამიანზე მითხრა, რომ აირჩიეო, ან მე ან ისო და მე ის ავირჩიე. 23 წელი რომ ამ ოჯახთან ურთიერთობა არ მქონია, არ ნიშნავს, რომ მათ ვაკნინებ ან მათ გაკეთებულ საქმეებს. იმიტომ, რომ არ ვარ უმადური. სადამდე მიიყვანეთ პროცესი, რომ "შეაგინე ბერას" გახადეთ პერფორმანსი?!" - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. საკუთარ გადაცემაში.