"მანქანით რომ მოვდიოდი, მაშინ შემემთხვა ის საშინელება..." - რა ამბავს იხსენებს მეუფე ნიკოლოზი - კვირის პალიტრა

"მანქანით რომ მოვდიოდი, მაშინ შემემთხვა ის საშინელება..." - რა ამბავს იხსენებს მეუფე ნიკოლოზი

თათია შარანგიას გადაცემაში - "სთორი" მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და წამყვანის შეკითხვაზე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ მას ვინმესთვის რაიმე ვერ მიუტევებია, ერთი ფაქტი გაიხსენა:

"საშინელი შემთხვევა მქონდა და დავისაჯე კიდეც... სოხუმთან ახლოს ბენზინგასამართი სადგური იყო, საიდანაც ბენზინი ტალონებით გამოგვქონდა, ფულით ვერ იყიდდი. იქ უამრავი ადამიანი იყო და ვიღაცამ ჩემი ექვსი "კანისტრიდან" ერთი მომპარა... არადა, რამდენი ადამიანი მყავდა გადასაყვანი და ამ ამბავზე ძალიან გავბრაზდი, ვერაფრით ვპატიობდი, თანაც ხომ არ ვიცოდი, ვინ იყო. გამოსვლისას, ერთი კაცი შემხვდა, მისთვის სამი "კანისტრა" მოუპარავთ... გულში გავიფიქრე, მე, სასულიერო პირი რომ ვერ ვპატიობ, ამ ადამიანმა რაღა უნდა ქნას-მეთქი? წესით, უნდა მეჩუქებინა-კიდეც, ხომ? მაინც ვერ ვაპატიე...

მერე, რა მოხდა იცით? გვიან ღამით, მივბრუნდი, სადმე რამე ხომ არ დარჩა და იქნებ, ვიპოვო-მეთქი... დავძვრები, დავსუნსულებ, მაგრამ ვინ რას დაგიტოვებდა? მოკლედ, მერე, მანქანით რომ მოვდიოდი, მაშინ შემემთხვა ის საშინელება..."

იხილეთ ვიდეო: