"როდესაც მართლა აბსურდზე და ფალსიფიკაციაზე ითხოვ პასუხის გაცემას, ეს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაა" - კვირის პალიტრა

"როდესაც მართლა აბსურდზე და ფალსიფიკაციაზე ითხოვ პასუხის გაცემას, ეს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაა"

"როდესაც მართლა აბსურდზე და ფალსიფიკაციაზე ითხოვ პასუხის გაცემას, ეს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაა", - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ სდუმს და არ ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასთან დაკავშირებული ფარულ ჩანაწერებს.

დეპუტატი ჩანაწერებს "ოპოზიციის მიერ გამოგორებულ თემას" უწოდებს და ამ კონტექსტში იმას აცხადებს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების ჩაშლისკენ მიდის.

"მართლა მგონია, რომ არის მცდელობა იმისა, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ოპოზიციამ უარი თქვას", - განუცხადა ჟურნალიტებს სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"