"პროკურატურა "პლენშია" - დროა მოვითხოვოთ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება!" - კვირის პალიტრა

"პროკურატურა "პლენშია" - დროა მოვითხოვოთ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება!"

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც პროკურატურისა და "ტვ პირველის" საკითხს ეხმაურება:

"პროკურატურა უკვე ძალადობის ინსტრუმენტი კი არა, ძალადობის მსხვერპლია. ამიტომ, დროა მოვითხოვოთ პროკურატურის პატიმრობიდან გათავისუფლება!

#პროკურატურაპლენშია", - წერს ხუხაშვილი.

ცნობისათვის, პროკურატურის მიერ, "ტვ პირველთან" დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

,,ტელეკომპანია პირველს" გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მათთვის მისაღებ დროს, პროკურატურაში წარმოადგინონ მათთვის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გაჟღერებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით.

გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა".