გომისმთაზე ადამიანი გაიყინა, ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს - კვირის პალიტრა

გომისმთაზე ადამიანი გაიყინა, ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს

გომისმთაზე ადამიანი გაიყინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი.

"შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10- კაციანი სამაშველო ჯგუფი", - აცხადებენ უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, მძიმედ არის კიდევ ორი ადამიანი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.