სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც? - კვირის პალიტრა

სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

13 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Aსტრაზენეცა-ს ვაქცინის პირველ დოზებს შემოიტანენ და ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყება. მაგრამ AstraZeneca-სთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი დროებით შეაჩერა.

შეჩერების მიზეზად სახელდება სისხლის შედედება, თრომბოემბოლია, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ზოგიერთს განუვითარდა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სისხლის შედედებასა და ვაქცინაციას შორის კავშირს დაადასტურებდა.

ამ დროისთვისთვის Aსტრაზენეცა-ს ვაქცინით აცრები შეჩერებულია დანიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში. იტალიაში, ავსტრიაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და ლუქსემბურგში. თუმცა როგორც აცხადებენ, ეს დროებითია, შესაბამისი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, პროცესი გაგრძელდება.

დანიაში აცხადებენ, რომ შეჩერების მიზეზი გახდა ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედება. იტალიის მედიკამენტების სააგენტოში კი ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შეჩერების შესახებ "არის პრევენციული" და დასძენენ, რომ ვაქცინასა და განვითარებულ "არასასურველ მოვლენებს" შორის კავშირი ჯერჯერობით არ იკვეთება.

მედიის ცნობით, ვაქცინის მიღების შემდეგ, ორი იტალიელი გარდაიცვალა, ხოლო უცნობმა წყარომ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ვაქცინაციის დროებით შეჩერების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ავსტრიაშიც ვაქცინაციის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აცრიდან 10 დღეში "სისხლის შედედების გამო" ქალი გარდაიცვალა. გააგრძელეთ კითხვა