"მათი პარტნიორი გამოდის სააკაშვილიც, მისი ხელისუფლებაც და დღეს ჩვენ გვეძახიან "ნაციონალებს" - კვირის პალიტრა

"მათი პარტნიორი გამოდის სააკაშვილიც, მისი ხელისუფლებაც და დღეს ჩვენ გვეძახიან "ნაციონალებს"

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით:

"გიული ალასანია თუ დადიოდა ღარიბაშვილთან 2010-ში თუ 11-ში, სანდრა თუ დადიოდა, ნიკა რურუა და მთელი "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ახლა მოგვახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2011 წლამდე მათი პარტნიორი გამოდის სააკაშვილიც და მისი ხელისუფლებაც და დღეს ჩვენ გვეძახიან "ნაციონალებს". ღმერთო, შენ უშველე ამ ქვეყანას".

"დანაშაული არ არსებობს, როცა არ არსებობს დაზარალებულიო, ბრძანა ახლა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ჩვენი დამფუძნებლის მამაზე რომაა აღძრული საქმე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, იმ საქმეს არამცთუ დაზარალებული, მომჩივანიც კი არ ჰყავს და სადაა მართალი ეს ხელისუფლება, ვეღარ გავიგე რა", - წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

წყარო