"მივესალმებით ევროპელი მეგობრების ჩართულობას" - რა განაცხადეს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ "ოცნების" წევრებმა - კვირის პალიტრა

"მივესალმებით ევროპელი მეგობრების ჩართულობას" - რა განაცხადეს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ "ოცნების" წევრებმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შეხვედა, რომელიც თითქმის 2 საათს გაგრძელდა, დასრულდა.

მმართველი გუნდიდან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა იმყოფებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარები მმართველი გუდნის წევრებმა გააკეთეს.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: "ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა იყო, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში, ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიანი პირობები იქნება შეთანხმებული და ჩვენ გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოს ევროინტეგრაციის გაცხადებული ამოცანების ფონზე, როცა რეგიონში იცვლება ვითარება და არის არაერთი გამოწვევა, იმ ფონზე, როცა ქვეყნის წინაშე დგას პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ამოცანა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არა დაპირისპირებით, არამედ, თანამშრომლობით, ჯანსაღი დისკუსიით გაგრძელდეს მომავალი პოლიტიკა და მე ვფიქრობ, ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბატონი დანიელსონის მედიაციით, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერების სამართლიანი მოთხოვნები და ინტერესები იყოს დაცული, რასაკვირველია, გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს. თუმცა, ამას სჭირდება სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება, ამას ხაზგასმით ვამბობ იმიტომ რომ, ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ვფიქრობ, ასეთია და ვფიქრობ, დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა, დროა, რომ ჩვენ ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტილებები, იმ პრობლემებთან საპირისპიროდ, რომელიც აქვს საზოგადოებას, როგორც სახელისუფლებო გუნდს და როგორც სახელისუფლებო გუნდი, ჩვენ ძალიან მოტოვირებულები ვართ, რომ დროულად დავხუროთ ეს პოლიტიკური პრობლემა, რომელიც არსებობს და გადავერთოთ სწრაფად იმ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებას აწუხებს",.

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: "რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება, გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვეძლება გავაკეთოთ უკვე კომენტარები, მანამდე არც ერთ დეტალთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთდება. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. რა თქმა უნდა, განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ, ეს არის ჩვენი პოზიცია და გარწმუნებთ, რომ "ქართული ოცნება" იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით ჩვენი საზოგადოების წინაშე და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. პოზიციებს სჭირდება დაახლოება იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და ასეთი დაახლოებისთვის ჩვენ გვაკათებთ ყველაფერს, რაც შეესაბამება ჩვენს სამართლებრივ პრინციპებს და რაც შეესაბამება სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სამართლიანობის პრინციპებს. იქ იყო საუბარი "წითელ ხაზებზე", "ყვითელ ხაზებზე" თუ "ლურჯ ხაზებზე", ამაზეც ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, იმიტომ, რომ ესეც არის დიალოგის დეტალები,".