ჰანს კლუგე:"საქართველო ეს ესაა უნდა გახდეს ჯანმოს ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას COVAX-ის პლატფორმიდან მიიღებს" - კვირის პალიტრა

ჰანს კლუგე:"საქართველო ეს ესაა უნდა გახდეს ჯანმოს ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას COVAX-ის პლატფორმიდან მიიღებს"

საქართველო ეს ესაა უნდა გახდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას COVAX-ის პლატფორმიდან მიიღებს, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი თქმით, ის შეხვდა UNICEF-ის მომარაგების განყოფილების უფროსს ევა კადილის იმ დროს, როდესაც ვაქცინის საქართველოში გასაგზავნი პარტია მზადდებოდა.

"საქართველო ეს ესაა უნდა გახდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას COVAX-ის პლატფორმიდან მიიღებს. ახლახანს შევხვდი ევა კადილის, როდესაც კოპენჰაგენში UNICEF– ის მომარაგების გლობალური განყოფილების მიერ, ვაქცინის საქართველოში გასაგზავნი პარტია მზადდებოდა," - განაცხადა ჰანს კლუგემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვა. როგორც ცნობილია, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა.

"ინტერპრესნიუსი"

'