"ყველას გვისმენენ - ჰკითხეთ კობახიძეს, თალაკვაძეს, ბოლოს როდის ისაუბრეს ტელეფონზე ჩვეულებრივ ხაზზე და რამდენად ხშირად იყენებენ "ვოთსაპს" და "სიგნალს" - კვირის პალიტრა

"ყველას გვისმენენ - ჰკითხეთ კობახიძეს, თალაკვაძეს, ბოლოს როდის ისაუბრეს ტელეფონზე ჩვეულებრივ ხაზზე და რამდენად ხშირად იყენებენ "ვოთსაპს" და "სიგნალს"

ამ ქვეყანაში ჩანაწერები ისევ კეთდება. რაც არ უნდა თავს მოგვახვიონ, რომ ეს პრეისტორიულ წარსულში მოხდა, ყველას გვისმენენ,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერებთ დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ლიდერებსაც უსმენენ.

"თუ დამირეკავთ, დეტალურად ეცოდინებათ, რაზე დამელაპარაკეთ და რაზე მკითხეთ, ამიტომ ვცდილობ ხოლმე, ხან "ვოთსაპით" ვილაპარაკოთ, ხანს "სიგნალით", ხან "შმიგნალით", ხან კიდევ ახალი პროგრამა მოვიგონოთ ჩვენ თვითონ. მთელი "ქართული ოცნების" ლიდერშიფი ასეთ დღეშია. ჰკითხეთ კობახიძეს, თალაკვაძეს, ბოლოს როდის ისაუბრეს ტელეფონზე ჩვეულებრივ ხაზზე და რამდენად ხშირად იყენებენ "ვოთსაპს" და "სიგნალს". ეს იქნება ტესტი, უსმენენ თუ არა ისინი ერთმანეთს და გვისმენენ თუ არა ჩვენ. ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა დასრულდეს",- განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"