კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას მართავს - კვირის პალიტრა

კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას მართავს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ.

"ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

მმართველი გუნდის წევრებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

"ინტერპრესნიუსი"