"კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა" - რას პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებს? - კვირის პალიტრა

"კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა" - რას პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებს?

ჩოგბურთის დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა და ამით მან კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილმა ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის". აღნიშნული მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზის ყოფილი ცოლის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ  მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია და საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით.

"ამას არ დავწერდი ნამდვილად, რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით", - წერს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძემ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავს, რომელიც დედასთან, ნელი (ნეკა) დოროყაშვილთან იზრდება. წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს. ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა, რის მერე ჩოგბურთელი დააკავეს კიდეც, თუმცა ბასილაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა. სპორტსმენის

დავინტერესდით გაგვეგო რატომ ართმევს შვილს სახლს სპორტსმენი და რატომ არ უხდის ალიმენტს? - ვესუბრებით ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატ ადვოკატ ირმა ჭკადუას.

- ქალბატონო ირმა, ეპატაჟურს უწოდებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლას ნელა დოროყაშვილის ადვოკატები და ამბობენ, წელიწადნახევარია მას შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდიაო, რატომ არ უხდის ალიმენტს შვილს?

- ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მისი ყოფილი მეუღლე და ბავშვი სრულად უზრუნვეყოფილი არიან როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიურად. კონტრაქტის საფუძველზე მათ მიიღეს მილიონზე მეტის ღირებულების ქონება, რაც მოიცავს საცხოვრებელ სახლს და კომერციულ ფართს. ფართიდან ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარი აქვთ შემოსავალი. ასევე 2020 წლის დეკემბერში ცოლმა ნიკასგან საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო, თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მერწმუნეთ ის სრულად არის უზრუნველყოფილი. ჩვენ დავინახეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დამოკიდებულება შვილისადმი, თუ რამდენად გულწრფელია და დანარჩენის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდვია. ვინ არის გულწრფელი და ვინ არის ყალბი ამ ისტორიაში, ეს აშკარად ჩანს.

- რაც შეეხება ალიმენტს, რა თანხის გადახდა აქვს მას დაკისრებული ალიმენტის სახით და რატომ არ იხდის?

- ალიმენტი ცალკე მას დაკისრებული არ აქვს, ვინაიდან მათ შორის საკონტრაქტო სხვა პირობები იყო გათვალისწინებული. რას ქვია ალიმენტი, როცა სხვა შემოსავლებით ხარ უზრულველყოფილი. მას ჰქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალიმენტიც გადახდილი, ხოლო ამჟამად ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს ნელი დოროყაშვილმა და ითხოვს გარკვეულ ალიმენტს.

- მაინც რა თანხა აქვს დაკისრებული მას სასამართლოს მიერ?

- საერთოდ არ აქვს მას დაკისრებული ალიმენტი სასამართლოს მხრიდან.

- ქალთა უფლებების დამცველები - ანა აბაშიძე და ბაია პატარაია წერენ, ბასილაშვილი შვილს სახლს ართმევსო, ამაზე რას იტყვით?

- მართალი გითხრათ, ვცდილობ საერთოდ არ წავიკითხო აღნიშნული სტატუსები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ამბობენ სიმართლეს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვს აქვს საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცხოვრობს და კომერციული ფართი, საიდანაც იღებენ შემოსავლებს და არის სრულად უზრუნველყოფილი.

- ამ სახლის წართმევაზე შეტანილია საჩივარი სასამართლოში?

- არა ეს ტყუილია, დოროყაშვილი დამატებით ითხოვს კიდევ სხვა სახლს.

- ბაია პატარაია წერს, მამას შვილთან ურთიერთობა აკრძალული აქვსო, რატომ?

- ესეც არის ტყუილი, რომ მას აქვს სასამართლოთი აკრძალული შვილთან მიახლოვება და კომუნიკაცია. ყველამ გაიგო, ვინ არის სინამდვილეში მართალი ამ ისტორიაში. იქნებ დაინტერესდეთ, ვის ნაყიდ სახლში ცხოვრობს ამჟამად ნელი დოროყაშვილი, რომლის ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარამდეა.

- თქვენ აღნიშნეთ სოლიდური თანხა გადაუხადა დეკემბერშიო, ეს იყო შვილისთვის გაწეული დახმარება?

- ეს არის კონტრაქტის შედეგად გადახდილი თანხა.

- რა წერია კონტრაქტში?

- ამის თქმა არ შემიძლია. ამ საკითხებზეც ზოგადად არავისთან გვისაუბრია, რადგან ნიკა ბასილაშვილს არ უნდა ეკონომიკურ თემებზე ვილაპარაკოთ. ხედავთ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები ყოველთვის აპელირებდნენ, რომ ამ ისტორიაში ფინანსები არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ მათი კომენტარებით ყველაფერი გამოჩნდა, რა არის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტყუილია, რომ საკუთარ შვილს სახლს ართმევს სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ნიკა ბასილაშვილის შეძენილია, საკუთარი ხელით გაკეთებული აქვს რემონტი, ასევე ყოფილ ცოლს ჰყავს ავტომანქანა, მისცა კომერციული ფართიც და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს იქიდან ყოველთვიურად. რაც შეეხება დამატებით სახლს, რომელსაც ახლა დოროყაშვილი ითხოვს, იყო ამ სახლზე საუბარი, საჩუქრად უნდა გადაეცა ბასილაშვილს კიდევ ერთი სახლი მისთვის, მაგრამ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო, მეორე სახლის გადაცემის საკითხი შეჩერებულია. ეს დღეებია ნიკოლოზ ბასილაშვილის საწინააღმდეგო მოწოდებები ისმის. ბატონ ნიკოლოზს მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურდა. მაგრამ იმ აღვირახსნილი, შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო, რომელიც მის ისტორიულ გამარჯვებას მოჰყვა, იძულებული გავხდით, განცხადება გაგვეკეთებინა.

ჩვენი ოპონენტები მას მოიხსენიებენ, როგორც მოძალადეს. ეს ადასტურებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებენ, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა იხილეთ სრულად