"რო­გორ არ უნდა მი­ხა­რო­დეს ქარ­თვე­ლის წარ­მა­ტე­ბა...ქმნის თა­ვი­სი სფე­როს ეპო­ქას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით!"- რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ბასილაშვილის წარმატებაზე? - კვირის პალიტრა

"რო­გორ არ უნდა მი­ხა­რო­დეს ქარ­თვე­ლის წარ­მა­ტე­ბა...ქმნის თა­ვი­სი სფე­როს ეპო­ქას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით!"- რას წერს ნიკოლოზ რაჭველი ბასილაშვილის წარმატებაზე?

დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ რაჭველის ტრიუმფალურ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთხელ მოვახერხე მეთქვა, თუ როგორ ვგულშემატკივრობ ჩემს გამორჩეულ სეხნიას და როგორ მახარებს ყოველი მისი წარმატება. მისგანაც უთბილესი გულშემატკივრობის სიტყვები მივიღე პასუხად. როგორ არ უნდა მიხაროდეს ქართველის წარმატება და თან ასეთ რანგში. დღეს სპორტის ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი სახეობის საერთაშორისო სამყარო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენ ერს ყავს ასეთი ნიჭიერი და უმაღლესი კლასის პროფესიონალი, რომელიც ერთ - ერთია, ვინც ქმნის თავისი სფეროს ეპოქას მსოფლიო მასშტაბით!

ვულოცავ ჩემს სამშობლოს ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

"ემოციები მომეძალა...დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის" - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ შვილის ბავშობის ვიდეო გამოაქვეყნა

წყარო