"მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მორწმუნე ხალხის კმაყოფილი ვარ. უფალი სულიერებას გვაძლევს, ჩვენ შევთხოვოთ უფალს გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ" - კვირის პალიტრა

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მორწმუნე ხალხის კმაყოფილი ვარ. უფალი სულიერებას გვაძლევს, ჩვენ შევთხოვოთ უფალს გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ"

მორწმუნეებს გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა, რომ შვიდგზის ლოცვა წაიკითხოთ - სასულიერო პირებს კურთხევა ეძლევათ, რომ მცირე აიაზმა ეკლესიაში ყოველდღე შეასრულონ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ შენდობის წესის შესრულების დროს სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

პატრიარქმა ასევე, მორწმუნეებს მოუწოდა, რომ მოძღვართან მივიდნენ და მათ მცირე აიაზმის შესრულება სთხოვონ.

"მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მორწმუნე ხალხის კმაყოფილი ვარ. უფალი სულიერებას გვაძლევს, ჩვენ შევთხოვოთ უფალს გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ. სრულყოფის კიბეზე უნდა ავიდეთ. რა უნდა ვაკეთოთ, ამ დიდ მარხვაში? გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვა. ფსალმუნებსა და ლოცვებში დიდი მადლია მოცემული. სასულიერო პირებს ნება ეძლევათ და კურთხევა, რომ ყოველდღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ ძალას მოგვცემს და სულიერი განწმენდა მოხდება ჩვენი მორწმუნე ხალხის. ჩვენი მორწმუნე ხალხი მოძღვართან უნდა მივიდეს და სთხოვოს მცირე აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ერი", - განაცხადა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"