"საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია! - ხვალაც ვრჩები თბილისში" - კვირის პალიტრა

"საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია! - ხვალაც ვრჩები თბილისში"

ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიზიტი გახანგრძლივოს.

"მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ", - განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი ვიზიტი საქართველოში 12-14 მარტის პერიოდში იყო დაგეგმილი.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით", - კრისტიან დანიელსონის თქმით, ეს პროცესი რთულია, მაგრამ ევროკავშირი მხარეებს შორის უფრო დაახლოებას ელოდება.

"ეს პროცესი რთულია და უფრო მეტი დრო სჭირდება და ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები უფრო დაახლოებას შეძლებენ. ამ საკითხზე მუშაობა ხვალაც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით.

მიზეზი რატომაც ბატონმა მიშელმა აქ გამომგზავნა არის ის, რომ მას სჯერა ამ ურთიერთობის. საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ესაა ის გზა, რომელზეც უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები. ამიტომაც ვდებთ ამ საკითხში ამხელა ინტერესს და ამიტომ არიან მხარეები ამ პროცესში ასე ჩართულები", - განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშნველოვანია.

"მიზეზი რატომაც ბატონმა მიშელმა აქ გამომგზავნა არის ის, რომ მას სჯერა ამ ურთიერთობის. საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ესაა ის გზა, რომელზეც უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები. ამიტომაც ვდებთ ამ საკითხში ამხელა ინტერესს და ამიტომ არიან მხარეები ამ პროცესში ასე ჩართულები", - განაცხადა დანიელსონმა.

"ინტერპრესნიუსი"