"კაბინეტებში ჩაკეტილი "არისტოკრატია" არკვევს, რომელი წარმოადგენს იგივე ხალხს - დღეს თბილისსა და ქუთაისს შორის უფსკრულია..." - კვირის პალიტრა

"კაბინეტებში ჩაკეტილი "არისტოკრატია" არკვევს, რომელი წარმოადგენს იგივე ხალხს - დღეს თბილისსა და ქუთაისს შორის უფსკრულია..."

"დანიელსონმა ამჯერად არ ჭამა გადაგდების ცნობილი ტრიუკი..." - ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღის მნიშვნელოვან თემებს ამგვარად ეხმაურება:

"რა უფრო მნიშვნელოვანია - ის რაც ხდება ქუთაისში, თუ რაც ხდება თბილისში?

რა აკავშირებს და რა ყოფს ამ ორ პროცესს?

ერთი მხრივ, არის ხალხი, რომელიც ქუჩაში იცავს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ფასეულობას.

მეორე მხრივ, მათგან იზოლირებული, კაბინეტებში ჩაკეტილი "არისტოკრატია" არკვევს, რომელი წარმოადგენს იგივე ხალხს.

პირველი ასახავს სახელმწიფოებრივ კრიზისს, მეორე - პოლიტიკურს.

თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი მსახურია, თქვენთვის დღეს მთავარი ქუთაისია.

თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფალი ბატონია, თქვენთვის მთავარი დღეს თბილისია.

სამწუხარო ის არის, რომ დღეს თბილისსა და ქუთაისს შორის უფსკრულია..."

"ვფიქრობ, ხელისუფლების კონსტრუქციულობანას თამაშის ერთადერთი მიზანია ბრიუსელში ვიზიტის უპრობლემოდ გადაგორება და მერე ისევ "ააყირავებენ" მაგიდას. ნუ, თუ ოპოზიცია ამ ხაფანგში თავს ყოფს, ეს მისი არჩევანია", - წერს გია ხუხაშვილი.