"პატრიოტიზმისა და საქართველოს მსახურების სიმბოლო და განსახიერება, საამაყო ადამიანი" - კვირის პალიტრა

"პატრიოტიზმისა და საქართველოს მსახურების სიმბოლო და განსახიერება, საამაყო ადამიანი"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი - გია ბარამიძე სოციალურ ქსელში ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მისთვის საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს:

"ჩემთვის (და ვფიქრობ არა მარტო) პატრიოტიზმისა და საქართველოს (საქმით და არა ისე პოპულისტურად) მსახურების სიმბოლო და განსახიერება, საამაყო ადამიანი. ღმერთმა დიდ ხანს ჯანმრთელად და მხნედ გვიმყოფოს!", - წერს ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი გახლავთ.