"ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!" - კვირის პალიტრა

"ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!"

"ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!", - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლომჯარია აცხადებს, შეთანხმება უნდა შედგეს.

"შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!", - წერს ლომჯარია "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მესამე დღეა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 12-14 მარტის პერიოდში იყო განსაზღვრული. დანიელსონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიზიტი კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივოს და 15 მარტსაც დარჩეს თბილისში.