"რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა" - კვირის პალიტრა

"რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა"

პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს.

"იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 60-70 % აიცრება იმუნური ფენა რომ შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში დაძლეული უნდა იყოს ეს ინფექცია", - აცხადებს ეზუგბაია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიამ კოლეგებს მოუწოდა, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.

"ჩვენი ცენტრი ძირითადი ფლაგმანია ინფექციურ დაავადებებში, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებში და კოვიდ19-შიც. სიმბოლურია ის, რომ პირველი მოქალაქე ჩვენს ცენტრში აიცრა. პირველი დადასტურებული შემთხვევაც ჩვენს ცენტრში იყო, პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტიც ჩვენს ცენტრში იყო.

რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა. "ასტრაზენეკა" ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რომელიც შექმნილია კოვიდ19-თან მიმართებაში.

ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომ შეიქმნას ის იმუნური ფენა, რაც შექმნის დაავადებისგან დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს", - აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, საქართველოში ჩOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.